2020-01-01
ბავშვთა უფლებები
ბავშვებო, მინდა გაგაცნოთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პოლიციელმა გაგაჩერათ. ამის შესახებ არსებობს კანონები და წესები, რომელიც არც პოლიციელმა, არც სხვა უფროსმა, და
2020-01-01
7 ივნისს, თბილისის 124-ე საჯარო სკოლაში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელშიც ბრალდების მხარეს იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენელი - ნანო ვაჭარაძე, ხოლო დაცვის მხარეს კი თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები ლედი კორძაძე და ნოდარ იკაშვილი წარმოადგენდნენ. იმიტირებულ პროცესს უძღვებოდა მონიტორინგის სამმართველოს იურისტი მაია ხუციშვილი. წარდგენილ ბრალს, განზრახ მკვლელობით ჩადენილ საქმეში, „ნაფიცი მსაჯულები“ განიხილავდნენ. „ნაფიცები“ ძირთადად აღნიშნული სკოლის მე-10 კლასელები იყვნენ.
მოსწავლე პირველად დაესწრნენ სასამართლო პროცესს. მათ ყურადღებით მოუსმინეს ორივე მხარეს, დასვეს შეკითხვები, ბევრი იმსჯელეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და საბოლოოდ, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.
აღსანიშნავია, რომ ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც მსაჯულები და პროცესის დამსწრეები ამა თუ იმ რეგიონის მოსახლეობა უნდა იყოს, მიზნად ისახავს მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და პოტენციურ მომზადებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებში რეალური მონაწილეობის მისაღებად.
ღონისძიება განხორციელდა იურიდიული დახმარების სამსახურის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანიის - მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმსაწვდომი" ფარგლებში მიმდინარე პროექტის "იცოდე შენი უფლება 18 წლამდე" ეგიდით.
2020-01-01
ბავშვებო, მინდა გაგაცნოთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პოლიციელმა გაგაჩერათ. ამის შესახებ არსებობს კანონები და წესები, რომელიც არც პოლიციელმა, არც სხვა უფროსმა, და
2020-01-01
Tolerance means accepting another person as he or she is. People may differ in color, culture, religion, and race.