slider banner

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის თანამშრომლები ძეგვში მდებარე, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფარს ესტუმრნენ. აქ მცხოვრებ ბავშვებს ტკბილეული და სათამაშოები დარიგდათ. სამსახურის თანამშრომლები ბავშვებთან ერთად სხვადასხვა თამაშებში ჩაერთვნენ. 

ძეგვის თავშესაფარში 80-ამდე ადამიანი ცხოვრობს. იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა მათ ასევე გადასცეს კვების პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ადვოკატები თავიანთი უშუალო მოვალეობის შესრულების გარდა, რაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას გულისხმობს, პერიოდულად საქველმოქმედო აქციებშიც მონაწილეობენ.