2020-01-01
ბავშვთა უფლებები
ბავშვებო, მინდა გაგაცნოთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პოლიციელმა გაგაჩერათ. ამის შესახებ არსებობს კანონები და წესები, რომელიც არც პოლიციელმა, არც სხვა უფროსმა, და
2020-01-01
აბრაჰამ ლინკოლნი
აბრაჰამ ლინკოლნი-პოლიტიკოსი და იურისტი, აშშ-ის მე-16 პრეზიდენტი გახდა. დაამთავრა სპრინგფილდის უნივერსიტეტი, ილინოისში. ლინკოლნი მუშაობდა როგორც სამოქალაქო, ისე -სისხლის სამართალში. ლინკოლნმა და მისმა პარტნიორებმა 5000- ზე მეტი საქმე განიხილეს.
ფრანკლინ რუზველტი
ჩააბარა ნიუ იორკის ადვოკატთა გამოცდა და პოლიტიკაში მოღვაწეობამდე, ნიუ-იორკში რამდენიმე წლის განმავლობაში მსახურობდა, როგორც იურისტი. ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც ოთხ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და შტატებს ხელმძღვანელობდა, როგორც 32-ე პრეზიდენტი, 1933-1945 წლებში, გარდაცვალებამდე.
ბარაკ ობამა
აშშ-ს 44-ე პრეზიდენტი. ობამა პირველი აფრო-ამერიკელია, რომელიც პრეზიდენტად აირჩიეს. 1991 წელს დაამთავრა ჰარვარდის სამართლის სკოლა წარჩინებით - magna cum laude. პოლიტიკაში შესვლამდე, ჩიკაგოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწეობდა. პრეზიდენტობამდე იყო აშშ სენატორი, ილინოისის სენატის წევრი.
რიჩარდ ნიქსონი
რიჩარდ ნიქსონი აშშ-ს 37-ე პრეზიდენტი, დუაიტ აიზერნჰაუერის დროს, ვიცე-პრეზიდენტი. ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც გადადგა, უოტერგეიტის ცნობილი სკანდალის შემდეგ. კალიფორნიაში მოღვაწეობდა, როგორც იურისტი, დაასრულა სამართლის სკოლა დიუკის უნივერსიტეტში 1937 წელს.
ბილ კლინტონი
არკანზასის გუბერნატორი, აშშ-ს 42-ე პრეზიდენტი. და არკანზასის გუბერნატორი, როგორც იურისტი, მოღვაწეობდა არკანზასში, თუმცა, მონიკა ლევინსკის სკანდალის შემდეგ, შეუჩერდა ლიცენზია 5 წლით.
ენდრიუ ჯეკსონი
ენდრიუ ჯეკსონი, ჯარისკაცი, იურისტი, სახელმწიფო მოღვაწე, აშშ სენატორი, სამხედრო გუბერნატორი, აშშ წარმომადგენლობითი პალატის წევრი, აშშ-ს მე-7 პრეზიდენტი. 21 წლის ასაკში უკვე ადვოკატი იყო. საპრეზიდენტო ვადის დროს დააარსა დემოკრატიული პარტია .გამოხატულია 20 დოლარიან კუპიურაზე.
ჰილარი კლინტონი
ჰილარი კლინტონი , ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ 67-ე სახელმწიფო მდივანი. სენატორი ნიუ-იორკიდან, პირველი ლედი, 2016 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან. პირველი გამოცდაზე არ გაუმართლა, მაგრამ მეორედ წარმატებით ჩააბარა, 1974 წელს , არკანზასში.
რობერტ კარდაშიანი
სან დიეგოს სამართლის კურსდამთავრებული, განსაკუთრებით გაითქვა სახეწლი სიმფსონის საქმის შემდეგ. არის კარდაშიანების ცნობილი ოჯახის წევრი, რომელთა შესახებ სატელევიზიო შოუმ „გაიცანით კარდაშიანები“, კიდევ უფრო გაუითქვა სახელი.
ჯონ კოკრანი
საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე იცავდა შონ კომბსს, მაიკლ ჯეკსონს, ტუფაკ შაკურს, ტოდ ბრიჯს, ჯიმ ბრაუნს, სნუპ დოგს და სხვ. ლიცენზია მიიღო 1963 წელს და მუშაობა დაიწყო სისხლის სამართლის პროკურორად ლოს ანჟელოსში.
ვუდრო ვილსონი
პოლიტიკოსი და იურისტი, აშშ-ს 28-ე პრეზიდენტიო. ადვოკატის კარიერის დასრულების შემდეგ დაუბრუნდა სამართლის სკოლას და სამართლის დოქტორი გახდა.
უილიან ჰოუვარდ ტაფტი
აშშ-ის #27 პრეზიდენტი. ასევე, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ერთდერთი ადამიანი, რომელსაც ორივე თანამდებობა ეკავა. პრეზიდენტობამდე, იყო ოჰაიოს ადვოკატი, ჰამილტონის ოლქის პროკურორის ასისტენტი.
თურგუდ მარშალი
თურგუდ მარშალი - ადვოკატი, აშშ-ს პირველი აფრო-ამერიკელი მოსამართლე უზენაეს სასამართლოში, რომელიც ცნობილი გახდა თავისი წარმატებული საქმით ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ, რომელიც საჯარო სკოლების სეგრეგაციას ახდენდა.
მარშა კლარკი
ცნობილი პროკურორი, ავტორი, ენბისის, ფოქსისა და სიენბისის სატელევიზიო კომენტატორი იურიდიულ საკითხებში.
რუდი გიულიანი
ამერიკელი იურისტი, ბიზნესმენი, ცნობილი თავისი საჯარო გამოსვლებით ნიუ-იორკის ყოფილი მერი. ნიუ იორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის წარჩინებიოთ კურსდამთავრებული.
რობერტ შაპირო
სამოქალაქო საქმეების იურისტი. იურიდიული ზუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცნობილი „ოცნების გუნდში“ მონაწილეობით, რომელმაც ო.ჯ. სიმპსონი ციხიდან გაათავისუფლა.
ბილ კლინტონი
არკანზასის გუბერნატორი, აშშ-ს 42-ე პრეზიდენტი. და არკანზასის გუბერნატორი, როგორც იურისტი, მოღვაწეობდა არკანზასში, თუმცა, მონიკა ლევინსკის სკანდალის შემდეგ, შეუჩერდა ლიცენზია 5 წლით.
2020-01-01
ბავშვებო, მინდა გაგაცნოთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პოლიციელმა გაგაჩერათ. ამის შესახებ არსებობს კანონები და წესები, რომელიც არც პოლიციელმა, არც სხვა უფროსმა, და
2020-01-01
ტოლერანტობა ნიშნავს მიიღო სხვა ადამიანი ისეთი როგორიც არის- განსხვავებული კანის ფერის, კულტურის, რელიგიისა და რასის მიუხედავად.