რას ფიქრობთ მეტსახელებზე?
28-05-2021
მეგობრებო, ჩვენი ფორუმზე გვინდა საუბარი დავიწყოთ ერთ ძალიან გავრცელებულ საკითხზე - მეტსახელების შერქმევასა და დაძახებაზე. ალბათ გინახავთ, როცა ბავშვები ხან დაცინვით, ხან გამოჯავრებით ერთმანეთს მესტახელებს ეძახიან - ცხვირა, აჩკარიკა, მელაკუდა, ყურშა, მსუქანა, ბუთქუჩა და ასე შემდეგ.... შეგიმჩნევიათ მოწყენილი თანატოლი, რომლიც ძალიან განიცდის, როცა მას მეტსახელით მიმართავენ. .. განსაკუთრებით არასასიამოვნოა, თუ მეტსახელის დაძახებით ადამიანის გარეგნულ ნაკლს უსვამ ხაზს. ზოგი ფიქრობს, რომ მეტსახელში ცუდი არაფერია და ეს მოფერების გამოხატვა ან უწყინარი ხუმრობაა. თქვენ რას ფიქრობთ? თქვენ გეძახიან მეტსახელს? მოგწონთ თუ არა, როცა შემოკლებული გვარით ან მეტსახელით მოგმართავენ? რას ფიქრობთ ამ თემაზე? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, ვიმსჯელოთ ფორუმზე. მოცემული კონვენცია სახელმწიფოებმა აქტიურად უნდა გააცნონ ბავშვბსაც და უფროსებსაც ბავშვთა უფლებები ყველამ უნდა იცოდეს გადაწყვეტილებების მიღების დროს, დიდები უნდა დაფიქრდნენ, თუ როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება მათზე.
გამოხმაურება. 5
ნახვა. 3830
ბოლო მოქმედება. 17-08-2021
Tekla Gambashidze
17-08-2021
ძალიან საინტერესოა
მარიამ ჩუტკერაშვილი
17-08-2021
ძალიან მომწონს ეს საიტი, თემა მეტად მნიშვნელოვანია და სრულიად ეხმაურება დღევანელი ახალგაზრდობის მტკივნეულ საკითხებს. მეტსახელი - ბევრისთვის ეს არის ბულინგის ქვეშ ცხოვრება, რომელიც სამუდამო ბორკილს უჭედავს ბავშვის ფსიქიკას.
მარიამ ხვედელიძე
14-07-2021
მე ბაღში მეძახდენ შემოკლებით გვარს, მაგრამ არც მწყინდა უბრალოდ მეფერობოდნენ მეგობრულად. მაგრამ არსებობენ ბავშვები რომლებსაც წყინთ ამიტომ როდესაც ბავშვს წყინს არ უნდა დაუძახო . როცა ფიზიკურობას ეხება ზედმეტ სახელი ამან შეიძლება გაანაწყენოს ბავშვი ამიტომ არ დაუძახოთ თქვენს მეგობრებს ისეთი სახელები რაც გაანაწყენებს მათ. ესაა ჩემი აზრი
ანა გიორგაძე
14-07-2021
ძალიან საინტერესო და მეტად დამაფიქრებელი თემაა, ხშირად საზოგადოება ამ საკითხს არ ეხება,რაც მოზარდებში კონფლიქტს იწვევს, ამ საკითხის მოსაგვარებლად საჭიროა ერთმანეთს აზრი ვკითხოთ და უკეთ გვეცოდინება რამდენად მოსწონს მას, როცა მეტსახელით მიმართავენ.ჩემი აზრით შემოკლებული გვარით მიმართვისას, ცუდს ვერაფერს ვხედავ,მაგრამ როდესაც გარეგნობასთან დაკავშირებულ ნაკლზეა საუბარი,ეს მიუღებელია.
Nino Chutkerashvili
31-05-2021
მართლაც მნიშვნელოპვანი და მტკივნეული თემაა. მეტსახელები დიდობაშიც მიჰყვება ადამიანს. ამიტომ ჯერ მას თვითონ უნდა მოწონდეს, რასაც ეძახიან, თუ არ მომწონს, არ უნდა დაუძახონ.