2020-01-01
ბავშვთა უფლებები
ბავშვებო, მინდა გაგაცნოთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პოლიციელმა გაგაჩერათ. ამის შესახებ არსებობს კანონები და წესები, რომელიც არც პოლიციელმა, არც სხვა უფროსმა, და
2020-01-01
1 873 წლის 2 თებერვალს შხუნა-ბრიგი „პილიგრიმი“ გრინვიჩის მერიდიანიდან სამხრეთ განედის 43°57´-სა და დასავლეთ გრძედის 165°19´-ზე იმყოფებოდა.
ეს ოთხასტონიანი ხომალდი ჯეიმს ვ. უელდონს, გემების მდიდარ კალიფორნიელ მეპატრონეს, ეკუთვნოდა. ხომალდს უკვე მრავალი წელი იყო, კაპიტანი ჰული მეთაურობდა. ახლა „პილიგრიმი“ სან-ფრანცისკოში აღეჭურვათ და სამხრეთის ზღვებისაკენ გაეგზავნათ ვეშაპებზე სანადიროდ.
ჯეიმს ვ. უელდონი ყოველწლიურად გზავნიდა ფლოტილიას როგორც ჩრდილოეთის, ისე სამხრეთის ზღვებში. მისი გემების ერთი ნაწილი ბერინგის სრუტის გაღმა მიემართებოდა, მეორე კი ტასმანიასა და ჰორნის კონცხს გაივლიდა და ატლანტის ოკეანეში გადიოდა. „პილიგრიმი“ სამხრეთის ფლოტილიის ყველაზე პატარა, მაგრამ მკვიდრად ნაგები, შესანიშნავად აღჭურვილი, სწრაფმავალი გემი იყო. თუმცა მცირერიცხოვანი ეკიპაჟი ჰყავდა, მაინც თამამად შედიოდა სამხრეთ ნახევარსფეროს გაუვალ ყინულებში. კაპიტანი ჰული შესანიშნავად ახერხებდა ყინულების ხაფანგიდან თავის დაძვრენას. ამ ყინულების, დამსკდარი და თბილი წყლით გადარეცხილი მომცრო აისბერგების დიდი ნაწილი სწრაფად დნება ატლანტისა და წყნარ ოკეანეებში. ისინი ზაფხულობით დინებებს ჩამოაქვს ახალ ზელანდიასა და კეთილი იმედის კონცხთან.
2020-01-01
ბავშვებო, მინდა გაგაცნოთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პოლიციელმა გაგაჩერათ. ამის შესახებ არსებობს კანონები და წესები, რომელიც არც პოლიციელმა, არც სხვა უფროსმა, და
2020-01-01
Հանդուրժողականություն նշանակում է ընդունել մեկ այլ անձի այնպիսին, ինչպիսին նա կա: Մարդիկ միմյանցից տարբերվում են ռասայի, մաշկի գույնի, մշակույթի, դավանանքի հատկ