slider banner

7 ბავშვი, რომლებმაც 2020  წელს გინესის რეკორდი დაამყარეს 

 ზაილა ავან

ზაილა გინესის რეკორდების წიგნში პირველად რვა წლის ასაკში მოხვდა, როცა სამ წუთში  კალათბურთის ბურთით ჟონგლირებაში ყველაზე უკეთესი შედეგი აჩვენა. მისი საუკეთესო შედეგია ბურთის 231 ასროლა - 60 წამში.

 

გი ხური 

გი ხური 11 წლის ასაკში უკვე რეკორდსმენი იყო. ეს ახალგაზრდა კაცი პირველი სკეიტბორდერი გახდა 1080 ვერტიკალურ  ბაქანზე და,  ასევე, ყველაზე ახალგაზრდა-  X თამაშებში (10 წლისა). იგი ძალიან ბევრს ვარჯიშობს,  2020-ის კარანტინის მიუხედავად.  “დღეში სამ საათს ვვარჯიშობ,  როცა  1080 სავარჯიშოდ მივდივარ, ვხურდები სამი  720 ბრუნით, რაც სამ ბრუნს  ნიშნავს ჰაერში ,” -  გვიხსნის ხური.“ ახლა  1260 ბრუნზე მუშაობს  – სამნახევარი ბრუნი ჰაერში  .“თუ გსურს რაიმის გაკეთება, გჯეროდეს, რომ გააკეთებ და აუცილებლად შეძლებ.“

ნადუბ გილი

 

მათემატიკა რომ რთულია, მოსწავლეებიც დაგვეთანხმებიან და მათი მშობლებიც. მაგრამ- არა ნადუბ გიოლისთვის. მან ერთი წუთის განმავლობაში,  196 გამრავლებისა და გაყოფის შეკითხვაზე სწორად პასუხის გაცემით გინესის რეკორდის დამყარება შეძლო.  ეს ერთი წამის განმავლობაში სამ სწორ პასუხს უდრის.

„მადლობელი ვარ ჩემი სკოლისა და მასწავლებლების, რომლებმაც მომცეს შთაგონება, რეკორდი დამემყარებინა“ - თქვა გილმა.

ქლოე ჩეიმბერსი

ბევრ მშობელს ნამდვილად არ გაეხარდებოდა,  თავიანთ 16 წლის შვილს ასე სწრაფად რომ ეტარებინა მანქანა. ქლოემ  თავისი აღიარება პორშე 718სპაიდერით მოიპოვა. “  მან ნავიგაცია 48.11 წამზე ნაკლებ დროში   შეძლო!​ 

ეკე ჩინოსო  

 

ეკე ფეხბურთელია და ფრისტაილში ვარჯიშობს. ყოველ საღამოს  2000-ჯერ მაინც კენწლავს ბურთს.  მან მოიპოვა რეკორდსმენის ტიტული ერთ წუთში აკენწლილი ბურთების რაოდენობის  მიხედვით,  როცა, ამავდროულად, თავზე  ბურთსაც იჩერებდა.

ეკეს კიდევ მეტი მიღწევების დაფიქსირება სურს.მისი შედეგია 111.  

 

ჯეკ  მასეი უელში  

24წლის ჯეკი ბავშვი აღარ არის, მაგრამ მისი წარმატება  2013 წელს დაიწყო, როცა  მან „მაინკრაფტი“იუტუბზე ატვირთა.  ახლა ის მსოფლიო რეკორდის მფლობელია. მის არხს  JackSucksAtLife  1.4 მილიონი გამომწერი ჰყავს. მასვე ეკუთვნის შვიდი სხვა არხიც, რამაც ჯეკს  გინესის რეკორდის მფლობელის ტიტულიც მოუპოვა. როგორც ჯეკი განმარტავს, გასაოცარი გრძნობაა, როცა ვიდეოს ამზადებ  და ადამიანებისაგან გამოხმაურებაც დიდხანს არ აყოვნებს. 

ნათან ლუ 

ნათან ლუს  ზეგავლენა უკვე  გლობალურია, როგორც ყველაზე ახალგაზრდა  კარტოგრაფისა, რომელიც თავისი მიზნებისთვის დრონს იყენებს.  ამ საქმემ ის 11 წლის ასაკიდან გაიტაცა,   მის მოპოვებულ მასალებს იყენებს „სოარი“(აშშ) - ციფრული მეპინგის სამსახური.  14 წლის ასაკში კი ლუ უკვე რეკორდსმენიც გახდა.