Нуждаетесь в помощи?
Нуждаетесь в помощи?
Наша цель – предоставить своевременную и эффективную правовую помощь всем кто в ней нуждается. Повысить правовую осведомленность детей.
Адвокаты Службы юридической защиты готовы защитить интересы любого ребенка везде, где это необходимо и когда необходимо.
Мы являемся Службой юридической помощи и оказываем бесплатную правовую помощь детям и взрослым. Служба юридической помощи – правительственная организация, которая обеспечивает бесплатную правовую защиту уязвимым (людям, которые нуждаются в помощи) бенефициарам. Мы покрываем всю территорию Грузии при помощи бюро юридической помощи и консультационных центров. Таким образом, мы можем везде помочь людям и бесплатно предоставить такие услуги, как: Для всех ► юридическая консультация по любому прававому вопросу Для неплатежеспособного населения ► составление юридической документации ( заявление, ходатайство и т. д.) Услуги общественного адвоката по определенным делам административного и гражданского права. Представительство в административном органе. Для несовершеннолетних / детей: Служба юридической помощи обеспечивает несовершеннолетнего обвиняемого /осужденного/оправданного/свидетелья и потерпевшего бесплатной юридической помощью . В уголовном процессе юридической помощью также могут пользоваться молодые люди в возрасте от 18 до 21 года. Кроме того, исходя из кодекса прав детей, Служба юридической помощи готова защищать интересы каждого ребенка в любое время и в влюбом месте. Дети, если вас кто-то обидел, или видите, что другой ребенок подвергается жестокому или плохому обращению, то обязательно напишите или позвоните нам по номеру 1485 или 2920055
იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას მოწყვლადი ბენეფიციარებისთვის. სამსახური 2007 წლის ივლისში შეიქმნა და დღეისათვის, იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ფარავს. უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს ისეთ მომსახურებას, როგორიცაა: ►იურიდიული კონსულტაცია ყველასთვის – ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე; ► სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა (განცხადება, შუამდგომლობა და სხვ.); ► საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სისხლის სამართლის პროცესში, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულისათვის, არასრულწლოვანი დაზარალებულის და გამოსაკითხი პირი/მოწმის ინტერესების დასაცავად; ► საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე; ► წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე; იურიდიული დახმარების სამსახური უ ფ ა ს ო მომსახურებას უზრუნველყოფს ბიუროების, საკონსულტაციო ცენტრებისა და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის მეშვეობით. ვინ ითვლება გადახდისუუნაროდ იურიდიული დახმარების მიზნებისთვის? პირი, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრია და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 70 ათასს ან ნაკლებს და აგრეთვე, გარკვეული კატეგორიების პირთათვის, 100 ათასს ან ნაკლებს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამსახურის დირექტორის გადაწყვეტილებით, იურიდიული დახმარებით სარგებლობა შეუძლია იმ პირსაც, რომელიც არ არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, თუმცა მძიმე სოციალურეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, თვითონ ვერ გაიღებს საადვოკატო მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. არასრულწლოვანთა დაცვა იურიდიული დახმარების სამსახური არასრულწლოვანბრალდებულს/მსჯავრდებულს/გამართლებულს/მოწმეს და დაზარალებულს უზრუნველყოფს უფასო იურიდიული დახმარებით. სისხლის სამართალწარმოებისას, იურიდიული დახმარების უფლებით, ასევე, სარგებლობენ 18-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. ადვოკატი სავალდებულო წესით ენიშნება ბრალდებულს, თუ: არასრულწლოვანია; არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა; აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მას საკუთარი დაცვის განხორციელებაში; გამოტანილია განჩინება (დადგენილება) სასამართლოფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; ჩადენილი ქმედებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით; მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე; სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო; თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას; გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან; არაიდენტიფიცირებული პირია; განიხილება მისი გამარტივებული პროცედურის გამოყენებით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის საკითხი; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. იურიდიული დახმარების სამსახური უფასო საადვოკატო მომსახურებას უზრუნველყოფს: ⇒ იმ გადახდისუუნარო, თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის, რომლის მიმართ პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარეობს დისციპლინური სამართალწარმოება და იგი მოითხოვს ადვოკატის დანიშვნას სახელმწიფოს ხარჯზე. ⇒იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, რომელზეც გათვალისწინებულია პატიმრობა, თუ პირი გადახდისუუნაროა და მოითხოვს ადვოკატის დანიშვნას სახელმწიფოს ხარჯზე. ⇒ თუ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების ან/და ვადის გაგრძელების შესახებ საქმეს განიხილავს სასამართლო. ⇒ იმ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთათვის, რომელთა მხარდამჭერის მიმღებად ცნობის საკითხსაც განიხილავს სასამართლო. ⇒ იმ თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილი, ჰუმანიტარული და დროებითი დაცვის სტატუსის მქონე პირისთვის, რომლის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული დავაც უნდა განიხილოს სასამართლომ, მიუხედავად მისი გადახდისუნარიანობისა, თუ მან ადვოკატი ზოგადი წესით არ აირჩია. ⇒ არანებაყოფლობითი იზოლაციის მიზნით, იმ პაციენტის მიმართ, რომელსაც დაუდგინდა ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევა და პირის შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების ან/და ვადის გაგრძელების შესახებ საქმეს განიხილავს სასამართლო. ⇒ “იურიდიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 231 მუხლიდან გამომდინარე, საქმის სირთულისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, თუ კი პირი გადახდისუუნაროა, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის შემდეგ საკითხებზე: საოჯახო სამართლიდან გამომდინარე დავები (განქორწინება, ალიმენტის დაკისრება, არასრულწლოვნის ინტერესების დაცვა და სხვ.); მემკვიდრეობის სამართლიდან გამომდინარე დავები; სოციალური დახმარება და პენსია; დევნილთა უფლებები; ჯანმრთელობის დაცვა და პაციენტთა უფლებები; ვეტერანთა და საომარ მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახის სოციალური დაცვა; პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დაცვა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა; თუ ეს საქმე ეხება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ საკითხებს; შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე საკითხებს; ⇒ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის/სავარაუდო მსხვერპლისათვის, როდესაც მის მიმართ „დამცავი“ ორდერის გამოცემის საკითხს განიხილავს სასამართლო, უფლება აქვს ისარგებლოს საზოგადოებრივი ადვოკატით, მიუხედავად მისი გადახდისუნარიანობისა, თუ მან ზოგადი წესით არ აირჩია ადვოკატი; ხოლო პოლიციის მიერ „შემაკავებელი“ ორდერის გამოცემისას, ამ უფლებით სარგებლობა მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს შეუძლია, თუ იგი გადახდისუუნაროა. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, გადახდისუნარიანობის მიუხედავად, ასევე, უზრუნველყოფილია საადვოკატო მომსახურებით „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ იმ საქმეებზე, რომლებიც დაკავშირებულია ოჯახში ძალადობის ფაქტთან. იურიდიული კონსულტაცია იურიდიული კონსულტაცია გულისხმობს უფასო რჩევას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე. იურიდიული დახმარების სამსახურში კონსულტაციის მისაღებად რაიმე დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუმცა სრულფასოვანი კონსულტაციის მისაღებად, სასურველია, წარმოდგენილი იყოს ბენეფიციარის სამართლებრივ პრობლემასთან დაკავშირებული დოკუმენტები. იურიდიული დახმარების სამსახურის უფასო კონსულტაციით სარგებლობა ნებისმიერ პირს შეუძლია. კონსულტაციის მიღება შესაძლებელია, როგორც პირადად, ასევე, ტელეფონითა და ონლაინ საშუალებით. სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა კონსულტაციის ფარგლებში, საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაც - საჩივარი, სარჩელი, განცხადება, შუამდგომლობა, შესაგებელი და სხვ. ამისათვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს გადახდისუუნარობის კრიტერიუმს. ადვოკატის გამოყოფის პროცედურა ბენეფიციარს შეუძლია სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის თხოვნით მიმართოს იურიდიული დახმარების სამსახურს პირადად, ნათესავის, ახლობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით. ამისათვის მან იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსის/საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტის სახელზე უნდა შეადგინოს განცხადება, სადაც დაასაბუთებს საზოგადოებრივი ადვოკატის გამოყოფის აუცილებლობას. ანუ, უნდა მიუთითოს ის სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რომელიც ცხადყოფს, რომ მას ან მის ოჯახს არა აქვთ საშუალება მოიწვიონ ადვოკატი საკუთარი ხარჯით (გადახდისუუნარობა). ♦საზოგადოებრივი ადვოკატი, საქმიდან გამომდინარე, ინიშნება განცხადებით მიმართვიდან დაუყოვნებლივ, ან არაუმეტეს 2 დღის ვადაში. ♦ სამოქალაქო/ადმინისტრაციულ სამართლის საქმეზე (გარდა სავალდებულო დაცვის შემთხვევებისა) ადვოკატის გამოსაყოფად უნდა არსებობდეს სამი წინაპირობა: პირი უნდა იყოს გადახდისუუნარო; საქმე უნდა იყოს რთული და მნიშვნელოვანი; დავის საგანი წარმოადგენდეს იურიდიული დახმარების სამსახურის უფლებამოსილებას. ♦ იურიდიული დახმარების სამსახური ვერ დანიშნავს ადვოკატს, თუ პირი უკვე სარგებლობს საკუთარი ხარჯებით აყვანილი ადვოკატის მომსახურებით.
Нуждаетесь в помощи?