slider banner

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა პანკისის ხეობაში, დუისის საკონსულტაციო ცენტრში უმასპინძლა გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმღვანელს ღასან ხალილს და ფონდის სხვა წარმომადგენლებს.

რაჟდენ კუპრაშვილმა გააცნო სამსახურის პროექტები და რეფორმები.

ღასან ხალილმა აღნიშნა, რომ მისთვის მართლაც შთამბეჭდავია საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ გაწეული სამუშაოები და იურიდიული დახმარების სამსახურის მონაწილეობა საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში და გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას სამსახურის ოფისებში ბავშვზე მორგებული გარემოს შესაქმნელად.