slider banner

19  მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა, საინფორმაციო კამპანიის - მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი" ფარგლებში გამართა შეხვედრა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, სოციალური სამსახურების წარმომადგნელებთან და სოფლების რწმუნებულებთან. 
სპეციალური პრეზენტაციის ფარგლებში საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ბავშვის უფლებათა კოდექსის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ. ხაზი გაესვა საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს და იმ პროექტებს, რომლიც ფარგებლშიც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები მაღარლკვალიფიციურ დახმარებას უწევენ ბენეფიციარებს. 
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო სამსახურის ახალი პროექტის  "პარალეგალების“ წარდგენას. პროექტი „პარალეგალი“ გააერთიანებს საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პროფესიით იურისტები არ არიან, მაგრამ იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს სამართლებრივ საკითხებში და ექნებათ შესაძლებლობა პირველადი იურიდიული დახმარება გაუწიონ ახლობლებს, მეზობლებს, მეგობრებს - ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც მათ ამის შესახებ მიმართავს.
შეხვედრები სამეგრელოში ხორციელდება იურიდიული დახმარების სამსახურის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანიის - მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი" ფარგლებში. კამპანიის მხარდამჭერია ევროპის საბჭო (COE).