2020-01-01
ბავშვთა უფლებები
ბავშვებო, მინდა გაგაცნოთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პოლიციელმა გაგაჩერათ. ამის შესახებ არსებობს კანონები და წესები, რომელიც არც პოლიციელმა, არც სხვა უფროსმა, და
2021-03-05
2020 წლის 8 ოქტომბერს, დუისში, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრში, გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით, ბავშვზე მორგებული სივრცე გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი და საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საბინე მახლი.
ბავშვზე ადაპტირებულ ოთახში, სპეციალური ავეჯისა და ნივთების საშუალებით, შექმნილია სივრცე, რომელიც სრულად არის მორგებული მოზარდის ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და განვითარებაზე.
როგორც ცნობილია, იურიდიული დახმარების სამსახური აქტიურად არის ჩართული ბავშვის უფლებათა კოდექსისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის აღსრულებაში. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ოთახი საშუალებას იძლევა, ბავშვისთვის კომფორტულ გარემოში მოხდეს ადვოკატების გასაუბრება არასრულწლოვნებთან, გამოკითხვა, კონსულტაციის გაწევა.
ამავე დღეს, საპატიო სტუმრები დუისელ მოსწავლეებს შეხვდნენ და გაესაუბრნენ მოზარდებისათვის აქტუალურ საკითხებზე. მათ შორის, ბავშვის უფლებათა კოდექსის შესახებ.
დუისის საკონსულტაციო ცენტრის ბავშვზე მორგებული სივრცე რიგით მეორეა. პირველი ოთახი ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროში 2018 წელს გაიხსნა.
2020-01-01
ბავშვებო, მინდა გაგაცნოთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პოლიციელმა გაგაჩერათ. ამის შესახებ არსებობს კანონები და წესები, რომელიც არც პოლიციელმა, არც სხვა უფროსმა, და
2020-01-01
ტოლერანტობა ნიშნავს მიიღო სხვა ადამიანი ისეთი როგორიც არის- განსხვავებული კანის ფერის, კულტურის, რელიგიისა და რასის მიუხედავად.