2020-01-01
ბავშვთა უფლებები
ბავშვებო, მინდა გაგაცნოთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პოლიციელმა გაგაჩერათ. ამის შესახებ არსებობს კანონები და წესები, რომელიც არც პოლიციელმა, არც სხვა უფროსმა, და
ავტორი ქეთევან ჯაყელი
ნიტა სკოლის მოსწავლეა, რომელიც თანატოლებისგან განსხვავდება: ის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეა, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და ინკლუზიურ განათლებას საჭიროებს. ნიტას სრულფასოვანი განათლების მიღება სურს, მაგრამ ეს მისთვის ხელმისაწვდომი როდია, რადგან სკოლა ვერ ერგება ნიტას საჭიროებებს. ნიტას მსგავსად, შეიძლება, ბევრ სხვა ადამიანსაც სჭირდებოდეს მსგავსი სახის განათლების მიღება, მათ შეიძლება აღენიშნებოდეთ ფიზიკური, გონებრივი და სოციალურ-ემოციური დარღვევები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს სრულფასოვანი განათლება.
მოდით, ვისაუბროთ რას ნიშნავს ინკლუზიური განათლება.
რას გულისხმობს ინკლუზიური განათლება?
იმისათვის, რომ გავიგოთ, რა არის ინკლუზიური განათლება, საჭიროა, ვიცოდეთ, რას ნიშნავს სიტყვა - ინკლუზია. ინკლუზია ეს არის ჩართულობა, ხოლო ინკლუზიური განათლების მიღება გულისხმობს, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისა და მათი თანატოლების ერთ სივრცეში სწავლას.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ მიიჩნევა:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს აქვს განვითარების ერთი ან რამდენიმე შეფერხება. მას შეიძლება აღენიშნებოდეს:
ინკლუზიური განათლების დანიშნულებაა, რომ ყველა ბავშვი, მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებისა, სწავლობდეს საერთო გარემოში, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა სახის შეფერხება ან თავისებურება აღენიშნება მას. შესაძლებელია მოსწავლე იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ნიჭიერი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი,ფერადკანიანი, მხედველობის და სმენის დარღვევის მქონე, უჭირდეს გადაადგილება და მიუხედავად ამ ყველაფრისა, თანატოლებთან ერთად იღებდეს განათლებას და ჩართული იყოს სასკოლო ცხოვრებაში. სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდი აქტიურად უნდა მონაწილეობდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ყველა ბავშვი მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული საგანმანათლებლო პროცესში და სხვებთან ურთიერთობაში. ინკლუზიური განათლება უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების განათლების ხელშეწყობას; მათ სოციალურ ინტეგრაციას; მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებას; დახმარებას, რომ ბავშვებმა განავითარონ თავიანთი სულიერი სამყარო, დაიცვან საკუთარი აზრი, უფლებები და პიროვნული ღირსება.
საზოგადოებას სხვადასხვა სახის დამოკიდებულება აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან დაკავშირებით, რაც მოიცავს: შიშს, თავის არიდებას, გადამეტებულ მზრუნველობას, თანაგრძნობას, არაკეთილგანწყობას, ზერელე ტოლერანტობას. ეს ყველაფერი ბარიერს წარმოადგენს შშმ პირთათვის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასპექტში.
როგორი უნდა იყოს გარემო სადაც მოსწავლემ უნდა მიიღოს ინკლუზიური განათლება?
იმისათვის რომ ინკლუზიური განათლება შედეგიანი იყოს აუცილებელია რამდენიმე პირობის დაცვა: უნდა არსებობდეს კეთილგანწყობილი გარემო; არსებობდეს გულისხმიერი დამოკიდებულება თითოეული მოსწავლის მიმართ, მათი საჭიროებიდან გამომდინარე; უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველასთვის თანაბარი განათლების მიღების პირობები; თითოეულ მოსწავლეს უნდა შეეძლოს სასკოლო საქმიანობაში მონაწილეობა.
თუ თვლი, რომ ირღვევა შენი ან შენ გარშემომყოფთა უფლებები, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური მზად არის, გაგიწიოს სხვადასხვა სახის იურიდიული დახმარება.
შეგიძლია მოგვწერო ვებ-გვერდზე არსებულ ჩათში, ასევე დაგვირეკე ცხელ ხაზზე -1485;
ან დაგვიკავშირდი აღნიშნულ ნომერზე: 032 292 00 55 .
ნუ დახუჭავ თვალს, როდესაც ხედავ, როგორ ირღვევა პიროვნების უფლებები, გახსოვდეს, რომ შენ მიერ წინ გადადგმული ნაბიჯი, სხვა ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის.
2020-01-01
ბავშვებო, მინდა გაგაცნოთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პოლიციელმა გაგაჩერათ. ამის შესახებ არსებობს კანონები და წესები, რომელიც არც პოლიციელმა, არც სხვა უფროსმა, და
2020-01-01
ტოლერანტობა ნიშნავს მიიღო სხვა ადამიანი ისეთი როგორიც არის- განსხვავებული კანის ფერის, კულტურის, რელიგიისა და რასის მიუხედავად.