2020-01-01
ბავშვთა უფლებები
ბავშვებო, მინდა გაგაცნოთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პოლიციელმა გაგაჩერათ. ამის შესახებ არსებობს კანონები და წესები, რომელიც არც პოლიციელმა, არც სხვა უფროსმა, და
ნიტა ეზოში თამაშის დროს, სკოლაში, მეგობრების გარემოცვაში, ხშირად გამხდარა თანატოლების მიერ ბულინგის მსხვერპლი. მას დამამცირებელი ზედმეტსახელი შეარქვეს, დაცინოდნენ, აშინებდნენ, ემუქრებოდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ.... ნიტა ძალიან მგრძნობიარეა და მისთვის მსგავს გარემოში ყოფნა არასასიამოვნოა, ის თავს დაჩაგრულად გრძნობს, აღარ ენდობა ადამიანებს, ეშინია, რომ ისევ აღმოჩნდება მსგავს სიტუაციაში. მოდით, გავიაზროთ ნიტას შემთხვევა და თუ აღმოვჩნდებით მსგავს სიტუაციაში, ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე და როგორ უნდა მოვიქცეთ.
პირველ რიგში, დაგაინტერესებს, რა არის ბულინგი?
ტერმინი „ბულინგი“ ნიშნავს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, დაშინებას, დაჩაგვრას. არსებობს ბულინგის 3 სახე: ემოციური, სიტყვიერი და ფიზიკური. ბულინგი შეიძლება განხორციელდეს ბავშვის მიმართ სხვა ადამიანების მიერ, მათ შორის შეიძლება იყვნენ თანაკლასელები და სხვა თანატოლები.
როგორ მივხვდეთ რომ ბულინგის მსხვერპლი ვართ?
ბულინგის გამოვლინებებია: დამამცირებელი ზედმეტსახელების დარქმევა, დაცინვა, ჯგუფიდან გარიყვა, უცენზურო სიტყვების დაწერა, ნივთების ან ფორმის წართმევა, წერილობითი და სიტყვიერი შეურაცხყოფა, საერთო საქმიანობიდან გარიყვა, მუქარა, დაშინება, ხელის კვრა, მუშტებით ან ფეხით ცემა, ცილისწამება, „მსხვერპლის“ უხერხულ, არაკომფორტულ, არასასიამოვნო მდგომარეობაში ჩაგდება, იძულება - იმოქმედოს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ.
თუ შენც ყოფილხარ მსგავს სიტუაციაში არ შეგეშინდეს! გახსოვდეს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც შეუძლიათ დახმარება და გახსოვდეს, რომ შენ მარტო არ ხარ.
როგორ უნდა ამოვიცნოთ მოძალადე, იგივე ბულერი ?
ხშირად მოძალადე, აგრესორი მოზარდი ცდილობს, უფროსად, ძლიერად გამოიყურებოდეს, ხშირად ეუხეშება თანატოლებს, უფროსებს, ოჯახის წევრებს... მას ახასიათებს მოჭარბებული ენერგია, საკუთარ თავზე მოჭარბებული პოზიტიური ან ნეგატიური წარმოდგენა, სხვებზე ძალაუფლებისა და მბრძანებლობის სურვილი. მას უჩნდება შიში, რომ თვითონ გახდება ძალადობის მსხვერპლი.
რა სურვილი ამოძრავებს მოძალადეს?
მოძალადე ითხოვს ყურადღების ცენტრში ყოფნას , სირთულეები აქვს მეგობრებთან, არ თვლის, რომ დანაშაულს სჩადის, არ შეუძლია სხვისი მდგომარეობის გულთან ახლოს მიტანა. ის ვერ იაზრებს საკუთარ აგრესიულ ქცევას. ქმედებებმა, რომელსაც მოძალადე სჩადის მსხვერპლის მიმართ, შესაძლოა, მსხვერპლს მიაყენოს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი და ეს ყველაფერი აისახოს მისი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე.
ბულინგის მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ჩვენგანი, მიუხედავად ჩვენი სტატუსის, შეხედულების და ფიზიკური მახასითებლებისა...
მსხვერპლი თავს გრძნობს დაუცველ, სუსტ, დაჩაგრულ ადამიანად, რომელიც ვერ ამყარებს კონტაქტს სხვა თანატოლებთან. გაურბის ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას, რადგან ეშინია, რომ მას სხვა ადამიანები დაჩაგრავენ.
რა სახით შეიძლება გამოვლინდეს ბულინგი ?
არსებობს ბულინგის სხვადასხვა სახე :
რას ნიშნავს კიბერ ბულინგი და რა საფრთხეს შეიცავს ის?
21-ე საუკუნეში ბავშვები აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ტექნოლოგიას, ისინი ჩართულნი არიან სოციალურ ქსელებში, აქვთ წვდომა სხავდასხვა სახის ინფორმაციაზე, იძენენ ვირტუალურ მეგობრებს... ეს ყველაფერი კი ზრდის კიბერ ბულინგის რისკს.
კიბერ ბულინგი - ხორციელდება სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით. მოძალადეს შეუძლია ანონიმურად იურთიერთოს მსხვერპლთან. კიბერ ბულინგი შესაძლებელია განხორციელდეს იმეილით, სოციალური ქსელების, ვებგვერდების და სხვა საშუალებებით. ბულინგის ეს ფორმა საკმაოდ უსიამოვნო და საშიშია; ხშირად მსხვერპლი სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზიანს იღებს. ჩვენ რეალობაში კიბერ ბულინგთან გამკლავება დიდი გამოწვევაა, მნიშვნელოვანია, ადამიანს გაცნობიერებული ქონდეს, თუ რა სახის ზიანის მოტანა შეუძლია, როგორც ბულინგის გამტარებლის, ასევე მისი მსხვერპლისათვის.
თუ თვლი, რომ ირღვევა შენი ან შენ გარშემომყოფთა უფლებები, რომ ხარ ბულინგის მსხვერპლი, იურიდიული დახმარების სამსახური მზად არის, გაგიწიოს სხვადასხვა სახის იურიდიული დახმარება.
შეგიძლია მოგვწერო ვებ-გვერდზე არსებულ ჩათში, ასევე მოგვმართე ცხელ ხაზზე -1485; ან დაგვიკავშირდი აღნიშნულ ნომერზე: 032 292 00 55 .
ნუ დახუჭავ თვალს, როდესაც ხედავ, როგორ ირღვევა პიროვნების უფლებები, გახსოვდეს, რომ შენ მიერ წინ გადადგმული ნაბიჯი, სხვა ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის.
ერთმანეთის გვერდში დგომით შევცვალოთ ჩვენი რეალობა უკეთესობისკენ!!!
სტატია მომზადებულია ქვემოაღნიშნული მასალების გამოყენებით, თუმცა არ არის მისი ანალოგი.
წყარო 1 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი -
„სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლეანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“
წყარო 2 „სწავლება და შეფასება“ ავტორები : რუსუდან ტყემალაძე
ნანა დალაქიშვილი
ქეთევან თოფაძე
თათია პაჭკორია
თამარ ბუწაშვილი
2020-01-01
ბავშვებო, მინდა გაგაცნოთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პოლიციელმა გაგაჩერათ. ამის შესახებ არსებობს კანონები და წესები, რომელიც არც პოლიციელმა, არც სხვა უფროსმა, და
2020-01-01
ტოლერანტობა ნიშნავს მიიღო სხვა ადამიანი ისეთი როგორიც არის- განსხვავებული კანის ფერის, კულტურის, რელიგიისა და რასის მიუხედავად.